Sunday, September 21, 2014
Thursday, September 18, 2014
სადამრიგებლო პროგრამა
დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვის ინფორმაციის დროული მიწოდება.ვეცდები ჩემს მიერ შემუშავებული სადამრიგებლო პროგრამა, კლასის ხელმძღვანელის სამუშაო გეგმა და ჩატარებული კლასის საათები სწორედ ამ მიზნების განხორციელებაზე იყოს ორიენტირებული.
●მოსწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გარემოში იმყოფება იგი, ამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა კარგი, მშვიდი, მოხერხებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლე იგრძნობს მასწავლებლისა და ამხანაგების მხარდაჭერას.
●თანამშრომლობითი საქმიანობა მაშინაა წარმატებული, თუ ადამიანს გააჩნია სოციუმში ქცევის უნარი, ამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა თანამშრომლობითი ატმოსფერო და ვიზრუნო მათში სოციალური უნარჩვევების ჩამოყალიბებაზე, ხელი შევუწყო თითოეული მოსწავლის სასწავლო პროცესში ინტეგრციას.
● ვეცდები ჩემი, როგორც დამრიგებლის საამღზრდელო მუშაობა მიმართული იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. ჩემი სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდა იქნება.
● ყველა ბავშვი უნიკალურია, ისინი დაჯილდოვებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით, ვეცდები მათი გამოვლენისათვის შევუქმნა სათანადო პირობები და ხელი შევუწყო მათი შინაგანი ძალების აქტივაციას.
● სასწავლო პროცესის დაგეგმვაში მოსწავლეთა ჩართულობა ხელს უწყობს მათში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის ამაღლებას. მათი ჩართულობის ხელშესაწყობად მონაწილეობას მივაღებინებ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები და სხვა.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. ვეცდები მათი ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინო. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეს განუვითარებს ისეთ უნარჩვევებს, რომლების დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები.
● ვეცდები ჩემი უთიერთობა მოსწავლეებთან ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას, ჩემი მიზანი იქნება კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
● სისტემატურად მექნება საუბარი მათ უფლებებსა და მოვალეობებზე. შევეცდები დავარწმუნო ისინი მათი შესრულების აუცილებლობაში.
● მოსწავლეზე დადებითად აისახება მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა, ვეცდები მჭიდროდ ვითანამშრომლო მოსწავლეთა მშობლებთან - დროულად მივაწოდო ინფორმაცია მათი შვილების ყოფაქცევისა თუ აკადემიური მოსწრების შესახებ ასევე ვეცდები მივიღო ინფორმაცია მათი ოჯახური პირობების, ქცევის, მისწრაფებების, ჩვეულებების შესახებ, რომელთაც მიზნობრივად გამოვიყენებ.ვითანამშრომლებ საგნის მასწავლებლებთან და გამოვიკვლევ მათ აკადემიურ მდგომარეობას, დავეხმარები სიძნელეების დაძლევაში.
● თითოეული მოსწავლის შესახებ ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური.
Tuesday, September 16, 2014
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
Monday, September 15, 2014
15 სექტემბერი
დღეს V კლასი ჩავიბარე სადამრიგებლოდ
გავეცანით ერთმანეთს
ვისაუბრეთ თუ როგორ გაატარეს ზაფხული
მოვაწყე დისკუსია : როგორია ზრდილობიანი მოსწავლე
დაწერეს ესე რას ველოდები V კლასში
გავეცანით ერთმანეთს
ვისაუბრეთ თუ როგორ გაატარეს ზაფხული
მოვაწყე დისკუსია : როგორია ზრდილობიანი მოსწავლე
დაწერეს ესე რას ველოდები V კლასში
Subscribe to:
Posts (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий